Accessibility links

logo-print

ობამა: უნდა განადგურდეს „ისლამური სახელმწიფოს“ „სიკვდილის ქსელი“


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას მსოფლიოს მოუწოდა, დაეხმაროს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ძალებს, ერაყსა და სირიაში გაანადგურონ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“, რომელსაც ობამამ „სიკვდილის ქსელი“ უწოდა. ობამას შეფასებით, ექსტრემისტებთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ერთადერთი ენა, რომელიც ასეთ მკვლელებს ესმით, ძალის ენააო, განაცხადა ობამამ. მისი გამოსვლის ფონია შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ერაყსა და სირიაში მიმდინარე საერთაშორისო საჰაერო კამპანია „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეების წინააღმდეგ. ობამა შეეხო უკრაინის კრიზისსაც და განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მოქმედება არის გამოწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგისთვის. ობამას თქმით, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მხარდაჭერას გაუწევენ უკრაინელ ხალხს, დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების გზაზე.:

XS
SM
MD
LG