Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედვარდ სნოუდენს ნობელის ალტერნატიული პრემია მიენიჭა


შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილ კონტრაქტორს, ედუარდ სნოუდენს, რომელსაც აშშ საიდუმლო ინფორმაციის გამხელაში ადანაშაულებს, მიენიჭა პრემია „ცხოვრების მართებული წესისათვის“, რომელსაც ნობელის ალტერნატიულ პრემიას უწოდებენ. “2014 წელს პრემია ენიჭება ედვარდ სნოუდენს - სიმამაცისა და უნარ-ჩვევებისათვის, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს სახელმწიფოს მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის თვალთვალი, რომელიც არღვევს დემოკრატიის ძირითად დებულებებსა და კონსტიტუციურ უფლებებს“, ნათქვამია სტოკჰოლმში დაფუძნებული ფონდის განცხადებაში, რომელიც 24 სექტემბერს გავრცელდა. ეს ფონდი 1980 წლიდან გასცემს ნობელის ალტერნატიულ პრემიად წოდებულ ჯილდოს. სნოუდენთან ერთად, პრემია მიენიჭა ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანის“ თანამშრომელს, ალან რასბრიჯერს, რომელმაც გამოაქვეყნა სნოუდენისაგან მიღებული ინფორმაცია. „მართებული ცხოვრების წესის“ პრემია წელს მიენიჭათ აგრეთვე პაკისტანელ უფლებადამცველ ასმა ჯახანგირის, შრი-ლანკელ ბაზილ ფერნანდოს და ამერიკელ ეკოლოგ ბილ მაკკიბენს. ისინი გაინაწილებენ ფულად პრემიას 210 ათასი დოლარის ოდენობით.

XS
SM
MD
LG