Accessibility links

logo-print

ობამა: უკრაინაში რუსეთის ქმედება არის "გამოწვევა" მსოფლიო წესრიგისათვის


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეფასებით, უკრაინაში რუსეთის მოქმედება არის "გამოწვევა" მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგისათვის. ამის შესახებ ობამამ განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას. მისი თქმით, რუსეთის მიერ მარტში ყირიმის ანექსია გვაბრუნებს უკან, ეპოქაში, როცა დიდი სახელმწიფოები "ფეხით ქელავდნენ პატარებს, ტერიტორიული ამბიციების დასაკმაყოფილებლად". მაგრამ ობამამ აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის ხელმოწერილი ზავი გზას უხსინს მშვიდობას, თუ კრემლი დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნებს. თუ რუსეთი ამ გზას დაადგება, ჩვენ სანქციებს გავაუქმებთო, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ის შეეხო რამდენიმე სხვა თემასაც, მათ შორის ბრძოლას ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოსთან". გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, ობამამ მსოფლიოს მოუწოდა, დაეხმაროს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ძალებს, ერაყსა და სირიაში გაანადგურონ „ისლამური სახელმწიფო“, რომელსაც მან„სიკვდილის ქსელი“ უწოდა. პრეზიდენტის გამოსვლის ფონია შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ერაყსა და სირიაში მიმდინარე საერთაშორისო საჰაერო კამპანია „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG