Accessibility links

ბრიტანეთის და ირანის ლიდერებმა გამართეს პირველი მოლაპარაკება 1979 წლის შემდეგ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი გაეროში შეხვდა ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანის. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ეს ამ ორი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა იყო. შეხვედრა გაიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნის ფონზე. მოგვიანებით როჰანიმ ტვიტერით გაავრცელა ფოტო, რომელზეც ასახულია მისი და კამერონის ხელის ჩამორთმევა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფონია საჰაერო იერიშების საერთაშორისო კამპანია სირიაში, რომლის სამიზნეა ექსტრემისტული ჯგუფი, ისლამური სახელმწიფო. ამ ჯგუფს მოზრდილი ტერიტორიები აქვს დაპყრობილი ერაყსა და სირიაში.

XS
SM
MD
LG