Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა რეზოლუცია უცხოელი ექსტრემისტების შესახებ


გაეროს 15-წევრიანმა უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა სავალდებულო ხასიათის რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავს ერაყსა და სირიაში უცხოეთიდან ისლამისტი ექსტრემისტების შედინების აღკვეთას. აშშ-ის მიერ შედგენილი რეზოლუცია მიიღეს 24 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. რეზოლუცია, რომელსაც ობამამ „ისტორიული“ უწოდა, ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს მოქალაქეებისთვის სერიოზულ დანაშაულად აქციონ უცხოეთში გამგზავრება ექსტრემისტულ ჯგუფთან ბრძოლაში შეერთების მიზნით, ისევე, როგორც ამ მიზნით სხვების გადაბირება და დაფინანსება. სირიასა და ერაყში ათობით ქვეყნიდან ჩავიდა ათასობით მებრძოლი, ისეთ ექსტრემისტულ ჯგუფებთან მიერთების მიზნით, როგორებიცაა „ისლამური სახელმწიფო“ და ალ-ნუსრას ფრონტი, ალ-ყაიდის დანაყოფი სირიაში. მანამდე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ობამამ მსოფლიოს მოუწოდა დახმარება აღმოუჩინოს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების „სიკვდილის ქსელის“ განადგურების კამპანიას.

XS
SM
MD
LG