Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამას გაესაუბრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას გაესაუბრა - განუცხადა ნიუ-იორკში ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მინისტრმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად მიღებაზე იმყოფებოდა, სადაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტს მცირე ხნით გასაუბრებოდა. მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ ეს იყო ზოგადი საუბარი, მოკითხვა და ქვეყნის შესახებ მცირე ინფორმაციის მიწოდება.

XS
SM
MD
LG