Accessibility links

logo-print

ექვს წელიწადში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მიმართავს


პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, იგი 25 სექტემბერს დღის ბოლოს წარმოადგენს ყოვლისმომცველი რეფორმების პროგრამას, რომლის განხორციელება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ექვსი წლის შემდეგ განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე. ქვეყნის მოსამართლეთა საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პოროშენკომ აღნიშნა, რომ „სტრატეგია 2020“ სამოცამდე სოციალურ-ეკონომიკური რეფორმის გეგმასა და პროგრამას მოიცავს. 27 ივნისს ბრიუსელში უკრაინამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელოვან ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილს, რაც, პოროშენკოს თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას და მჭიდრო ეკონომიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს. უკრაინის პარლამენტმა აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაცია 16 სექტემბერს მოახდინა. თუმცა, შეთანხმების სავაჭრო-ეკონომიკური ნაწილის იმპლემენტაცია გადაიდო 2016 წლის იანვრამდე, რუსეთის დასამშვიდებლად, რომელიც აცხადებს, რომ ხელშეკრულება ზიანს მიაყენებს მის ბაზრებს.

XS
SM
MD
LG