Accessibility links

logo-print

აშშ-ის საავიაციო იერიშის შედეგად სირიაში დაიღუპა 14 ისლამისტი


ბრიტანეთში მოქმედი სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციით, „ისლამურის ახელმწიფოს“ სულ მცირე 14 ექსტრემისტი დაიღუპა წუხელ აშშ-ის საავიაციო იერიშის შედეგად სირიის აღმოსავლეთ დირ ეზორის პროვინციაში, სადაც ისლამისტებს კონტროლი აქვთ დამყარებული ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. აშშ-ი და მისი მოკავშირეები ცდილობენ რადიკალურ დაჯგუფებას ხელიდან გამოგლიჯონ მოგების მიღების უმთავრესი საშუალებები. ბრიტანეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ხელმძღვანელის რამი აბდულრაჰმანის ინფორმაციით, წუხანდელ საავიაციო იერიშებს სულ მცირე ხუთი სამოქალაქო პირიც ემსხვერპლა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჰასაკეს პროვინციაში. საფრანგეთის ავიაციამ დღეს ერაყში ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე მიიტანა იერიში. ამის თაობაზე მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან ლე ფოლმა განაცხადა, თუმცა ოპერაციის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

XS
SM
MD
LG