Accessibility links

logo-print

აშშ-მა პანკისელი თარხან ბათირაშვილი ექსტრემისტთა სიაში შეიყვანა


საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი თარხან ბათირაშვილი, აშშ-მა იმ პირთა შავ სიაში შეიყვანა, რომლებიც თანამშრომლობენ ისეთ ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან, როგორიც არის „ისლამური სახელმწიფო“ და ფინანსურად და მატერიალურად ეხმარებიან სირიაში მებრძოლ ტერორისტებს. თარხან ბათირაშვილი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ომარ ალ შიშანის სახელით არის ცნობილი, „სირიაში მოქმედ ქართველ მოქალაქედ“ არის მოხსენიებული აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს 24 სექტემბრის განცხადებაში. ცნობას თან ერთვის 11 პირის სია, რომლებსაც აშშ-ი „განსაკუთრებული მნიშვნელობის საერთაშორისო ტერორისტებს“ უწოდებს. თარხან ბათირაშვილი 2005-2009 წლებში საქართველოს არმიის უმცროსი ოფიცერი იყო, რომელმაც „ისლამურ სახელმწიფოში“ მაღალ სამხედრო თანამდებობას მიაღწია და ბოლო წლების განმავლობაში, ჩეჩნებისა და სხვა კავკასიელებისგან შემდგარი რაზმით, რამდენი მსხვილ სამხედრო ოპერაციასაც უხელმძღვანელა. კერძოდ, იგი ახორციელებდა კონტროლს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ხელთ არსებულ ციხეზე, რომელშიც შესაძლოა პატიმრობაში ჰყავდეთ მძევლად აყვანილი უცხოეთის მოქალაქეები.

XS
SM
MD
LG