Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ მსოფლიოს უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა


"ისლამისტური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების „სიკვდილის ქსელის“ განადგურებისა და უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა მთელ მსოფლიოს აშშ-ის პრეზიდეტმა ბარაკ ობამამ, რომელიც 24 სექტემბერს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. „რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია მსოფლიოს უკან, იმ პერიოდში აბრუნებს, როდესაც დიდი სახელმწიფოები, საკუთარი ტერიტორიული ამბიციებისათვის ფეხქვეშ თელავდნენ პატარა ქვეყნებს“, - განაცხადა ბარაკ ობამამ. ობამას აზრით, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და კიევს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. ხოლო თუ კრემლი შეასრულებს შეთანხმების პირობებს, მაშინ ჩვენ შეიძლება სანქციები შევარბილოთო, - დასძინა ობამამ.

XS
SM
MD
LG