Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანაშაულში მხილებული ქართველი მსაჯები დისკვალიფიცირებულები არიან


თამაშების ჩაწყობაში ბრალდებულ ქართველს მსაჯებს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეცათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამსაჯო კომიტეტის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ ამავე კომიტეტის თავმჯდომარე სერგო კვარაცხელიამ განუცხადა. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს მსაჯების გარდა ვინ მონაწილეობდა ამ გარიგებებში. 24 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მსაჯების დაკავების შესახებ ოპერატიული მასალა გამოაქვეყნა. ოპერატიულ მასალაში ჩანს, თუ როგორ აწყობენ თამაშების კორუფციული გარიგების სქემას არბიტრები. მასალაში ასევე ჩანს, რომ ბრალდებულები გარკვეული დაპირებების სანაცვლოდ, რომელიც შეეხება ბარათებისა და ჯარიმების რაოდენობას და თამაშის სხვა ეპიზოდებს, ფულს იღებენ. სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე რვა პირი დააკავა. მათი ვინაობა, გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, არ სახელდება. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG