Accessibility links

აბდულა აბდულა თანამშრომლობის პირობას დებს


ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა აბდულა აბდულამ პრეზიდენტად გახდომა მიულოცა მის მეტოქეს, აშრაფ ღანის. პირველ საჯარო სიტყვაში აბდულა აბდულამ მის მომხრეებს უთხრა, რომ ხალხის ინტერსების გათვალისწინებით დათანხმდა თანამშრომლობას, რათა თავიდან აეცილებინა დაძაბულობა. აშრაფი ღანის ინაუგურაცია 29 სექტემბერს გაიმართება. აპრილში, არჩევნების პირველ ტურში არც ერთ კანდიდატს არ მიუღია გამარჯვებისათვის საკმარისი ხმები, რის შემდეგადაც ივლისში გაიმართა მეორე ტური, რომელშიც გამარჯვება ქვეყნის ყოფილ ფინანსთა მინისტრ, აშრაფ ღანის ხვდა წილად. თუმცა, აბდულა აბდულა აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა, რის გამო არ აღიარებდა დამარცხებას. თუმცა, საერთაშორისო კომისიის მიერ ხმათა გადათვლისა შემდეგ, აბდულა აბდულა აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოსტსა და ახალ პრეზიდენტთან ერთად პასუხისმგებლობის განაწილებას დათანხმდა.

XS
SM
MD
LG