Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთმა მებრძოლებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ იერიში მოიგერიეს


ოფიციალური ინფორმაციით, ქურთმა მებრძოლებმა უკაქციეს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები, რომლებიც ჩრდილოეთ სირიის ქალაქ კობანიზე ერთი კვირის განმავლობაში ახორციელებდნენ იერიშს. აღნიშნული ქალაქი, რომელიც აიან ალ არაბის სახელითაცაა ცნობილი, ისლამისტების მხრიდან შურისძიების შიშით ასობით ათასმა ქურთმა დატოვა. 23 სექტემბერს აღნიშნულ ქალაქთან არსებული ისლამისტების პოზიციები აშშ-ის ავიაციამ დაბომბა. სირიის სამთავრობო წყაროების იუწყებიან, რომ სირიის ჯარმა 25 სექტემბერს ექსტრემისტებისგან გაათავისუფლა დამასკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ადრა.

XS
SM
MD
LG