Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ადვოკატს ნორვეგიის „რაფტოს“ ჯილდო მიენიჭა


ნორვეგიის უფლებათადამცველმა ფონდმა ყოველწლიური ჯილდო მიანიჭა რუს ადვოკატსა და მის საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც სამართლიანი სასამართლო პროცესებით ცდილობს უფლებების დაცვას. „რაფტოს“ ფონდის განცხადებით 36 წლის ადვოკატ პაველ ჩიკოვსა და „აგორა“ ჯგუფზე არჩევანი შეჩერდა იმის გამო, რომ ისინი რუსეთის სახელმწიფო უწყებების უსამართლობისაგან იცავენ ჟურნალისტებს, ბლოგერებს და უფლებათადამცველ აქტივისტებს. „რაფტოს“ ჯილდო, რომელიც 1987 წელს დაარსდა, 20 ათას დოლარს შეადგეს და მისი გადაცემა ნოემბერში ნორვეგიის ქალაქ ბერგენში გაიმართება. თუმცა, ამჯერად „აგორა“ ვერ მიიღებს ფულად ჯილდოს იმ კანონის ამოქმედების გამო, რაც უცხოეთის აგენტების სტატუსს ანიჭებს ყველა ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსდება.

XS
SM
MD
LG