Accessibility links

logo-print

ილია მეორემ საქართველოს და სომხეთს „ქრისტიანული ოაზისი“ უწოდა


საქართველო და სომხეთი მუსლიმურ სამყაროში ქრისტიანული ოაზისი არიან, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 25 სექტემბერს საპატრიარქოში სომეხთა თემის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრას პოეტი გივი შაჰნაზარი, საქართველოში სომეხთა კავშირის, ასევე საპატრიარქოსთან არსებული რელიგიათა შორის ურთიერთობების საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა ქართველებსა და სომხებს შორის ურთიერთობების გამყარებაზე და კეთილგანწყობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

XS
SM
MD
LG