Accessibility links

ჰამასმა და ფატამ კომპრომისს მიაღწიეს


პალესტინის დაპირისპირებულმა ფრაქციებმა ჰამასმა და ფატამ კომპრომისს მიაღწიეს და შეთანხმდნენ, რომ ღაზის სექტორში დაბრუნდეს მათ მიერ ჩამოყალიბებული თანხმობის მთავრობა. ამის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლებმა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ორ დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, 25 სექტემბერს განაცხადეს. ოქტომბრის ბოლოს კი დაგეგმილია მოლაპარაკებები ისრაელთან. ღაზის სექტორში აგვისტოს თვეში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და პალესტინას შორის გულისხმობდა პირობებს, რაც შესაძლებელს გახდიდა პალესტინის ხელისუფლების მიერ ღაზაში სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნას.

XS
SM
MD
LG