Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და მოკავშირეებმა ისევ მოაწყვეს საჰაერო იერიშები სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ


ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ მონაცემებით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“, სულ ცოტა, 14 წევრი დაიღუპა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ წუხელ სირიაში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად. „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ხელმძღვანელი, რამი აბდულრაჰმანი აცხადებს ასევე, რომ დაიღუპა ხუთი სამოქალაქო პირი. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, 24 სექტემბერს ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმები მიმართული იყო აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების წინააღმდეგ - ამ საწარმოებს „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. შეერთებული შტატები და მისი მოკვაშირეები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ექსტრემისტებისათვის შემოსავლის ამ წყაროს გადაკეტვას.

XS
SM
MD
LG