Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი დასავლეთს „სტრატეგიულ შეცდომებში“ ადანაშაულებს


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ 25 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, დასავლეთს დააკისრა პასუხისმგებლობა „სტრატეგიულ შეცდომებზე“, რომელთა შედეგადაც, როჰანის შეფასებით, ტერორისტებისა და ექსტრემისტების თავშესაფრად იქცა ახლო აღმოსავლეთი, შუა აზია და კავკასია. ახლა, როჰანის აზრით, რეგიონის ქვეყნებზეა დამოკიდებული გამოსავლის პოვნა. როჰანი ეჭვობს, რომ მსოფლიო გაერთიანებულია ექსტრემისტებისაგან მომდინარე საფრთხესთან დაპირისპირებაში. ირანის პრეზიდენტი შეეხო ბირთვულ პროგრამაზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მოლაპარაკებასაც და ამ მოლაპარაკების წარმატების წინაპირობად მოიხსენია „გადაჭარბებულ მოთხოვნებზე“ უარის თქმა. მისივე შეფასებით, ბირთვულ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა ნოემბრისთვის განსაზღვრული თარიღამდე იქნება შესაძლებელი, თუ დასავლეთი „მოქნილ“ პოზიციას გამოავლენს.

XS
SM
MD
LG