Accessibility links

„დიდი შვიდეული“ მიესალმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას


მსოფლიოს წამყვანი მრეწველობაგანვითარებული ქვეყნების შვიდეული მიესალმება მინსკში ხელმოწერილ შეთანხმებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს დოკუმენტები „დიდ შვიდეულს“ მიაჩნია მნიშვნელოვან შანსად კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად. 25 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთის, გერმანია, იტალია, იაპონია და აშშ გმობენ 5 სექტემბრის ზავის დარღვევის შემთხვევებს და რუსეთს მოუწოდებენ, აღმოსავლეთ უკრაინიდან გაიყვანოს თავისი ჯარისკაცები, იარაღთან და სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად. „დიდი შვიდეულის“ წევრები აცხადებენ, რომ შეამსუბუქებენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, როცა ის შეასრულებს მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და დაიცავს ზავს.

XS
SM
MD
LG