Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ რეფორმების გეგმა წარმოადგინა


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წარმოადგინა რეფორმების ფართო გეგმა და განაცხადა, რომ ამ გეგმის შესრულება უკრაინას მისცემს საფუძველს ექვს წელიწადში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს. 25 სექტემბერს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე პოროშენკომ აგრეთვე განაცხადა, რომ მისი სამშვიდობო შეთანხმება პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ხუთთვიანი კონფლიქტის ყველაზე საშიში ნაწილი ჩავლილია. პოროშენკომ განაცხადა, რომ რეფორმების გეგმა, რომელსაც ეწოდება „სტრატეგია-2020“, მოიცავს 60 სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმასა და პროგრამას. რეფორმების პრიორიტეტულ სფეროებად დასახელდა - კორუფციული სისტემის დაძლევა, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, საგადასახადო სისტემის, სამართალდამცავი და უშიშროების უწყებების რეფორმირება, აგრეთვე ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა. პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის "ამბიციური რეფორმების" ალტერნატივა "რუსეთის პირისპირ დარჩენაა".

XS
SM
MD
LG