Accessibility links

logo-print

"ჰიუმან რაიტს უოჩმა" გამოაქვეყნა ანგარიში უზბეკეთში პოლიტპატიმრების მდგომარეობაზე


"ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშის თანახმად, უზბეკეთში პოლიტიკური მოტივით დაკავებულ პირებს ციხეებში აწამებენ და აუტანელ პირობებში ამყოფებენ. ანგარიში 26 სექტემბერს გამოქვეყნდა და ჰქვია „დასასრულამდე“. ის ეყრდნობა სასამართლოს მასალებსა და ვრცელ ინტერვიუებს, მათ შორის - ახლახან გათავისუფლებულ პატიმრებთან. დოკუმენტში ასახულია ცემის, ელექტროშოკის გამოყენების, გაგუდვის სიმულაციის, გაუპატიურების მუქარისა და სექსუალური დამცირების ფაქტები. უფლებადამცველ აბდურასულ ხუდოინაზაროვს, რომელიც ციხიდან გამოსვლიდან მალევე სიმსივნით გარდაიცვალა, ორგანიზაციისთვის უთქვამს, რომ რამდენჯერმე მოითხოვა სამედიცინო დახმარება და უარი მიიღო. "ეს ახალი მტკიცებულება ნიშნავს, რომ ტაშკენტი ვეღარ უარყოფს პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობებს უზბეკეთში", - განაცხადა "ჰიუმან რაიტს უოჩის" შუა აზიის მკვლევარმა სტივ სვერდლოვმა. ორგანიზაცია მოუწოდებს უზბეკეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა, ვინც პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული.

XS
SM
MD
LG