Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული კომპანია დაინტერესდა ანაკლიის პორტის პროექტით


ანაკლიის პორტის პროექტით ამერიკული კომპანია AECOM-ი დაინტერესდა. კომპანიის ხელმძღვანელები ნიუ-იორკში შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს. მისი ინფორმაციით, შეხვედრისას გაიმართა პრეზენტაცია კონსორციუმისა, რომელიც კომპანია AECOM-მა საგანგებოდ შექმნა ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტში მონაწილეობისთვის. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტის გათვალისწინებით ანაკლიის პორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და შესაბამისად, პროექტს დიდი პოტენციალი აქვს. ვიცე-პრემიერის თქმით, ამერიკული კომპანია AECOM-ი ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობის ინტერესს ოფიციალურად უახლოეს ხანში დაადასტურებს.

XS
SM
MD
LG