Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. მან ნიუ-იორკში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაეროს წინაშე გამოსვლისას შეეხება საქართველოსთვის საინტერესო ყველა საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ ბოლო ორი წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, არამედ ქვეყნის სამომავლო გეგმებზეც. „საგარეო პოლიტიკის კუთხით ხაზი გაესმება ევროკავშირისა და ნატოსკენ საქართველოს მისწრაფებებს და ამ მხრივ, ქვეყნის მიღწევებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ბევრ ისეთ თემაზეც, სადაც ერთმანეთს კვეთენ საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხები.

XS
SM
MD
LG