Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა ამოქმედდება


თურქეთის განათლების სამინისტრომ თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებასთან საუბარში თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ დაადასტურა. „ამ პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელს, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის ("კავკასიის ქარი") ავტორს, ერდალ ქუჩუქსა (ელიზბარ ციმნარიძე) და ცნობილ ანკარელ მწერალს, ქევსერ რუჰს (ქეთევან ხანთაძე)“. ელჩის განმარტებით, პროგრამა ითვალისწინებს მიმდინარე წლიდან თითოეულ საშუალო სკოლაში, ქართული ენის შემსწავლელი 10 და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ქართული ენის 244 საათიან სწავლების პროგრამას.

XS
SM
MD
LG