Accessibility links

logo-print

ათობით ადამიანი ემსხვერპლა თალიბების თავდასხმას


დაუზუსტებელი ცნობებით, სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა პროვინცია ღაზნიში მდებარე, სტრატეგიულ რაიონ აჯრისანზე თალიბთა მრავალრიცხოვანი რაზმის თავდასხმის შედეგად. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ექსტრემისტებმა თავი მოკვეთეს12 კაცს, მათ შორის პოლიციის თანამშრომლებსა და მათ ოჯახების წევრებს. გავრცელებული ცნობებით, აჯრისანში მეხუთე დღეა გრძელდება შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და ექსტრემისტებს შორის. თალიბებმა შეძლეს და ხელთ იგდეს, რამდენიმე სოფელი და გადაწვეს საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივი ხელისუფლება ქაბულისგან ითხოვს დახმარებას და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქს აჯრისანს ექსტრემისტები დაიკავებენ.

XS
SM
MD
LG