Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ამერიკულ ინტერნეტ სერვისებს ხელახალ რეგისტრაციას აიძულებს


„ფეისბუკმა“, „ჯიმაილმა“ და „ტვიტერმა“ რუსეთში ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია . ამის შესახებ ცნობა გამოქვეყნებულია გაზეთ „იზვესტიაში“. გამოცემის თანახმად, მათაგან ხელახალი რეგისტრაციის აუცილებლობას რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსკომნადზორი“ ითხოვს, როგორც "ინფორმაციის გამავრცელებელი ორგანიზაციებისაგან". თუ ამერიკული ინტერნეტ-სერვისები არ შეასრულებს რუსული კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ მიმართ ადმინისტრაციულ ზომებს გამოიყენებენ და 500 ათასი მანეთით დაჯარიმდებიან. მეორე გაფრთხილების შემდეგ კი ისინი, შესაძლოა, შავ სიაშიც აღმოჩნდნენ.

XS
SM
MD
LG