Accessibility links

logo-print

რუსეთმა უკან გააბრუნა ევროკავშირის დეპუტატი რებეკა ჰარმსი


ევროკავშირმა დაგმო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყანაში არ შეეშვა დეპუტატი რებეკა ჰარმსი. როგორც დეპუტატმა საკუთარ ფეისბუკზე დაწერა, იგი 26 სექტემბერს აპირებდა დასწრებოდა უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს მორიგ სასამართლო პროცესს. ევროკავშირის პარლამენტის წევრი, ფრაქცია „მწავანეთა“ ლიდერი რებეკა ჰარმსი ცნობილია მტკიცე პოზიციით უკრაინაში რუსეთის მოქმედების წინააღმდეგ და მოითხოვს ბოიკოტი გამოუცხადონ ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში ჩატარდება. რუსეთი უკრაინელ სამხედრო მოსამსახურე ნადეჟდა სავჩენკოს ლუგანსკის ოლქში ორი ჟურნალისტის სიკვდილში დებს ბრალს. „ჩემი დიპლომატიური პასპორტის მიუხედავად უარი მითხრეს ქვეყანაში შესვლაზე“, - იტყობინება რებეკა ჰარმსი, რომელიც უკან ბრიუსელში მიაბრუნეს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ დანაშაულად ჩაუთვლიან რუსეთში შესვლის ნებისმიერ მცდელობას.

XS
SM
MD
LG