Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნებრივი აირის სანაცვლოდ რუსეთი დავალიანების დაფარვას ითხოვს


ევროკავშირის ცნობით რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ გამოთქვა მზადყოფნა, რომ უკრაინას გაუგზავნოს 5 მილიარდი კუბური მეტრი მოცულობის ბუნებრივი აირი იმ შემთხვევაში, თუ კიევი მომავალ კვირას 2 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ენერგეტიკის საკითხების ევროკომისრის გიუნტერ ოტინგერის თქმით სამმხრივი მოლაპარკების მორიგი რაუნდი მომდევნო კვირას გაიმართება. ევროკავშირის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ბერლინში და უკრაინისთვის რუსეთის გაზის მიწოდების აღდგენის შესაძლებლობაზე მსჯელობდნენ. შეხვედრამდე კი გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა, რომ იმედოვნებს შეთანხმების მიღწევას, რომელიც 2015 წლის აპრილამდე იქნება ძალაში და უზრუნველყოფს რუსეთიდან ბუნებრივი აირის უწყვეტ მიწოდებას მომავალი ზამთრის განმავლობაში. ევროპა წუხს, რომ უკრაინისთვის რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერება მას დეფიციტს შეუქმნის. უკრაინა კი შიშობს, რომ ვერ შეძლებს მიიღოს მინიმუმ 5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, რაც მას ზამთრის გადასატანად სჭირდება. თუკი ზამთარი განსაკუთრებით ცივი იქნება, უკრაინას შესაძლებელია 5 მილიარდ კუბურ მეტრზე რამდენჯერმე მეტი გაზიც დასჭირდეს.

XS
SM
MD
LG