Accessibility links

ლიტვის პრეზიდენტმა მსოფლიოს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვისკენ მოუწოდა


ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ დაგმო რუსეთის „არალეგალური აგრესიული ქმედება“ უკრაინაში და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რათა დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი. რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ანექსიამ ძალიან დიდი შეშფოთება გამოიწვია ლიტვასა და მის ბალტიისპირელ მეზობელ სახელმწიფოებში - ლატვიასა და ესტონეთში. საბჭოთა კავშირის ამ ყოფილმა სამმა რესპუბლიკამ 1991 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა და მის სუვერენიტეტის დაცვის და განმტკიცების მიზნით ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდა.

XS
SM
MD
LG