Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი „ისლამური სახელწიფოს“ წინააღმდეგ საავიაციო ოპერაციაში ჩაერთვება


ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის მონაწილეობას საავიაციო იერიშებში, რომელიც აშშ-ის ხელმძვანელობით „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტული რაზმების წინააღმდეგ ერაყში ხორციელდება. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა 26 სექტემბერს პარლამენტს სთხოვა დასტური ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში მონაწილეობაზე. კამერონი დარწმუნებულია ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ წარმოებულ კამპანიაში ჩართვის მართებულობაში. კამერონი ყოყმანობდა - მოეთხოვა, თუ არა პარლამენტისგან „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო იერიშებში მონაწილეობაზე ნებართვა მას შემდეგ, რაც გასულ წელს დეპუტატებმა უარი უთხრეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განხორციელებაზე. ბრიტანეთის პოლიტიკური სპექტრი მხარს უჭერს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს.

XS
SM
MD
LG