Accessibility links

logo-print

აშშ: საჰაერო თავდასხმები სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ ასუსტებს, თუმცა ქვეითი ძალებია საჭირო


აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, საჰაერო თავდასხმებმა, რომლებიც სირიაში მიმდინარე კვირაში დაიწყო, შეასუსტა ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან დაგეგმვის და ლოგისტიკის შესაძლებლობები. თუმცა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, მარტინ დემპსიმ ჟურნალისტებს 26 სექტემბერს განუცხადა, რომ სირიაში ამავე დროს საჭიროა 15,000-მდე ქვეითი ჯარისკაცი. მისი განცხადებით, ეს ძალა სირიის ზომიერი ოპოზიციის რიგებიდან უნდა დაკომპლექტდეს. დემპსის თქმით, ის მოელის „სისტემატური და სტაბილური“ კამპანიის განხორციელებას ამ ექსტრემისტული ჯგუფის წინააღმდეგ, რომელსაც დაპყრობილი აქვს მოზრდილი ტერიტორიები ერაყსა და სირიაში. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია 26 სექტემბერს გაფართოვდა - ბრიტანეთმა, ბელგიამ და დანიამ დაამტკიცეს ერაყში მიმდინარე საჰაერო თავდასხმებში მონაწილეობის გეგმა. ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე კამპანიაში მონაწილეობს საფრანგეთიც, თუმცა ამ დრომდე თავს იკავებს სირიის კამპანიაში ჩართვისგან. საერთო ჯამში, „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კოალიციას 40-მდე ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან.

XS
SM
MD
LG