Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი გაეროში: საქართველო დღეს „გაცილებით ძლიერი“ სახელმწიფოა


26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მისი განცხადებით, საქართველო დღეს „გაცილებით უფრო ძლიერი“ სახელმწიფოა, ვიდრე ოცი წლის წინ იყო და კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ორი წლის წინ. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანამ განიცადა „უზარმაზარი წინსვლა“ და აღადგინა „კანონის უზენაესობა.“ ირაკლი ღარიბაშვილმა ოცწუთიანი გამოსვლა დაიწყო საუბრით თავისუფლებისკენ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოს „განუხრელი ტრანსფორმაციის“ შესახებ, შემდეგ შეეხო საგარეო პოლიტიკის საკითხებს - მათ შორის უკრაინას და მისი მთავრობის „პრაგმატულ“, „ორმიმართულებიან“ სტრატეგიას რუსეთთან. გამოსვლა პრემიერ-მინისტრმა დაასრულა საუბრით საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და აბრეშუმის გზის „სრული აღდგენის“ საჭიროებაზე.

XS
SM
MD
LG