Accessibility links

logo-print

ბოკერია: პრემიერის გაეროში გამოსვლა იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი, გიგა ბოკერია. მისი შეფასებით, პრემიერმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოსთვის პრინციპულ საკითხებზე მკაფიო შეტყობინება გაეგზავნა. გამოცემა „ტაბულა“ ვებსაიტზე ავრცელებს ბოკერიას სიტყვებს: "ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ მკაფიო გზავნილი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებზე. მეორე მხრივ, ეს იყო სრული ფარისევლობა, აღწერა რაღაც კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა საქართველოში და ახალი დემოკრატიის მშენებლობისა ქვეყანაში, რომელსაც არაფორმალურად მართავს მილიარდერი. მისი თანაშემწე გამოდიოდა რეალურად სიტყვით, რომელსაც არანაირი პოლიტიკური წონა არ აქვს. ქვეყანაში, სადაც ყველა პროცესი წავიდა უკან ეკონომიკით დაწყებული კრიმინალთან ბრძოლითა და კორუფციით დამთავრებული." გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა საქართველოს გაძლიერებაზე, დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, კანონის უზენაესობაზე, ენერგეტიკულ პროექტებზე და რეგიონალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG