Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის ლიდერები გამოდიან დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ინიციატივით


ესპანეთის კატალონიის რეგიონის პრეზიდენტმა, არტურ მასმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც რეგიონში 9 ნოემბერს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ამის პასუხად ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ კატალონიას არ მიეცემა რეფერენდუმის გამართვის უფლება. ვიცე-პრემიერმა, სორაია საენს დე სანტამარიამ 27 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ესპანელთა ეროვნულ ნებაზე მაღლა არავინ დგასო“ და რეფერენდუმს „არაკონსტიტუციური“ უწოდა. საენს დე სანტამარიას განცხადებით, ესპანეთის მთავრობა რამდენიმე დღეში გამართავს საგანგებო სხდომას, რათა რეფერენდუმი ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს. ეკონომიკურად ძლიერ კატალონიაში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი, რასაც დიდწილად უწყობს ხელს განცდა, რომ რეგიონი მადრიდის მხრიდან უკეთეს ფისკალურ და პოლიტიკურ მოპყრობას იმსახურებს.

XS
SM
MD
LG