Accessibility links

აზერბაიჯანმა გაეროში სომხეთი გააკრიტიკა ყარაბაღის გამო


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამადიაროვმა კრიტიკით უპასუხა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს, კამათის საგნად ქცეული მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო. მამადიაროვის განცხადებით, სარქისიანი „არასწორად იყენებს თვითგამორკვევის ღირსეულ ცნებას, რათა დამალოს მისი ქვეყნის მცდელობა ანექსირება გაუკეთოს“ ყარაბაღს. სარქისიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 24 სექტემბერს წარმოთქმულ სიტყვაში გააკრიტიკა აზერბაიჯანი და განაცხადა, რომ კონფლიქტის გადაჭრას ბაქო უშლის ხელს. დე-ფაქტო დამოუკიდებელ რეგიონში ბოლო პერიოდში გაიზარდა დაძაბულობა, ხდება შეტაკებები აზერბაიჯანელ სამხედროებს და ყარაბაღის ძალებს შორის. მამადიაროვმა თავისი ათწუთიანი გამოსვლის თითქმის ნახევარი დაუთმო ყარაბაღის საკითხს. სეპარატისტული რესპუბლიკა თითქმის მთლიანად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული, თუმცა მდებარეობს აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

XS
SM
MD
LG