Accessibility links

logo-print

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულებს


სოხუმის დაცემის 21-ე წლისთავზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. თბილისში, გმირთა მოედანზე დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია. "ეს დღე იყო სოხუმის დაცემის დღე, დღე, როდესაც ძმათა მკვლელი ომი სოხუმის დაცემით დამთავრდა. მომავალი, სოხუმში დაბრუნება იქნება ძმათა შერიგების შედეგად დიდი სიხარული“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ამ თარიღს „ფეისბუქით“ გამოეხმაურა განცხადებით: „დღეს უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ აღარასოდეს დავუშვებთ ძმათა შორის სისხლის ღვრას. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი აფხაზი ძმები შემოვატრიალოთ ჩვენკენ.“

XS
SM
MD
LG