Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში გაიმართა მსვლელობა ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის მოწოდებით


ბელგრადში ჰომოსექსუალთა უფლებების ასობით აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა ოთხი წლის განმავლობაში პირველად ჩატარებულ შესაბამის მსვლელობაში. გავრცელებულ ცნობებში აქციის მონაწილეთა რაოდენობა 1000-დან 1500-მდე მერყეობს. აქციის გამართვას წინ უძღოდა მუქარები ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან, ამიტომ უსაფრთხოების დასაცავად მთელი დედაქალაქის მასშტაბით ქუჩებში გაყვანილია ათასობით სპეცრაზმელი, პოლიციის დანაყოფები, დაჯავშნული მანქანები და წყლის ჭავლის გასაშვები მოწყობილობები. ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი მსვლელობის ჩატარება აკრძალული იყო, რადგან 2010 წელს ულტრანაციონალისტები დაესხნენ თავს აქტივისტებს და შეხლა-შემოხლა ჰქონდათ პოლიციასთან, რის შედეგადაც 150 ადამიანი დაშავდა. წლევანდელ მსვლელობაზე ბელგრადის ცენტრში შეუშვეს მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები, ორგანიზატორები და მონაწილეები, რომლებსაც ხელზე საგანგებო სამაჯური ეკეთათ.

XS
SM
MD
LG