Accessibility links

კოალიციამ სირიაში ნავთობის ობიექტებზე მიიტანა იერიში


აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიაში კვლავ მიიტანეს იერიში ნავთობის ობიექტებზე, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს აქვთ ხელში ჩაგდებული და თავიანთი ორგანიზაციის დასაფინანსებლად იყენებენ. საერთაშორისო კოალიციის რეიდებმა გაანადგურა სამი სახელდახელოდ აგებული ნავთობგადამამუშავებელი საწარმო ქალაქ ტალ აბიადთან, რომელიც თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამ ცნობას ავრცელებს ბრიტანეთში განთავსებული ორგანიზაცია, სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია. 27 სექტემბერს კოალიციის სამიზნე იყო ობიექტები, რომლებიც თურქეთის საზღვართან ასევე ახლოს მდებარე, ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქ აინ ალ-არაბთანაა განთავსებული. ამ ქალაქს, რომელსაც ქურთულად ქობანე ქვია, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები უკვე კვირაზე მეტია უტევენ, რამაც სულ მცირე 160,000 ადამიანი აიძულა თურქეთში გადასულიყო, ლტოლვილის სტატუსით.

XS
SM
MD
LG