Accessibility links

logo-print

კიევმა და სეპარატისტებმა ტყვეები გაცვალეს


უკრაინის არმიის წარმომადგენლებმა და პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა ქვეყნის აღმოსავლეთში ტყვეები გაცვალეს. ანტი-სამთავრობო, გასამხედროებულმა ჯგუფებმა, რომლებიც აკონტროლებენ დონეცკის რეგიონის ტერიტორიის ნაწილს, 30 დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცი გაცვალეს 60 სეპარატისტ მებრძოლში, რომლებიც უკრაინის ძალებს ჰყავდათ დაკავებული. ტყვეთა გაცვლის აქტი განხორციელდა სეპარატისტთა კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქის, დონეცკის ახლოს მდებარე სოფელში, სადაც სეპარატისტები და ჯარისკაცები ავტობუსებით მიიყვანეს. პროცესს მეთვალყურეობას უწევდნენ ეუთოს წარმომადგენლები. თავდაპირველი შეთანხმებით, მხარეებს 30-30 ტყვე უნდა გაეცვალათ. მიზეზი, რატომ გადასცა უკრაინამ სეპარატისტებს 60 ტყვე, არ დაკონკრეტებულა. ტყვეთა გაცვლა გათვალისწინებული იყო საზავო შეთანხმებაში, რომელიც 5 სექტემბერს მინსკში გაფორმდა უკრაინის მთავრობასა და თვითგამოცხადებულ სეპარატისტ ლიდერებს შორის. დღევანდელი აქტი რიგით მეოთხე იყო, საერთო ჯამში უკვე გაიცვალა 450-მდე ტყვე.

XS
SM
MD
LG