Accessibility links

logo-print

საქართველოს რეგიონებში მოსალოდნელი სტიქიის გამო საგანგებო შტაბები იმუშავებენ


ქუთაისში გამართულ საგანგებო შტაბის სხდომაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები, აჭარისა და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ , გადაწყდა, რომ საქართველოს რეგიონებში, სადაც ძლიერი შტორმი და უხვი ნალექია მოსალოდნელი, საგანგებო შტაბები შეიქმნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის წევრები და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები ყველა პოტენციურად საშიშ ზონაში ვითარებას პირადად გააკონტროლებენ. მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქცამია, რომ "ჭარბმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს ღვარცოფული და მეწყრული მოვლენები, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიანეთში, გურიასა და სამეგრელოს მაღალ ზონაში“.

XS
SM
MD
LG