Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტისას შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში ვიზიტისას შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას განიხილებოდა რეგიონში არსებული ვითარება, ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროპის ბაზარზე გასვლისთვის ახალ შესაძლებლობებს აძლევს საქართველოს მეგობარ ქვეყნებსაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოში მიიწვია.

XS
SM
MD
LG