Accessibility links

ჰააგის ტრიბუნალზე კარაჯიჩს უწოდეს ეთნიკური წმენდის „მამოძრავებელი ძალა“


ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე დღეს დაიწყო მხარეების კამათი ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის საქმესთან დაკავშირებით. ბრალდების მხარემ კარაჯიჩს უწოდა ეთნიკური წმენდის „მამოძრავებელი ძალა“ ბოსნიის ომის დროს, 1992-95 წლებში და გამოთქვა შეფასება, რომ კარაჯიჩს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის წლებში ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე. ბრალდების მხარე მოითხოვს კარაჯიჩისათვის სამუდამო პატიმრობის მისჯას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების და სამხედრო დანაშაულების ბრალდებების საფუძველზე. 69 წლის კარაჯიჩი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისი ქმედებები მიმართული იყო ბოსნიის სერბული მოსახლეობის დასაცავად. კარაჯიჩი 2008 წელს დააკავეს სერბიაში მას შემდეგ, რაც ის 13 წელი ემალებოდა მართლმსაჯულებას.

XS
SM
MD
LG