Accessibility links

logo-print

კიევის მონაცემებით, სეპარატისტებმა მოკლეს ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი


უკრაინის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, განვლილი დღის განმავლობაში ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან ბრძოლაში, რაც ერთი დღის ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლია სექტემბრის დასაწყისში ხელმოწერილი ზავის ამოქმედების შემდეგ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივნის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით, დაიღუპა ცხრა და დაიჭრა 27 ჯარისკაცი. ვრცელდება დონეცკის საკრებულოს მონაცემებიც, რომ სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ზავის მიუხედავად. მეამბოხეებმა, რომლებიც ნაწილობრივ აკონტროლებენ დონეცკის რეგიონს, 28 სექტემბერს 30 დაკავებული პირი - უკრაინელი ჯარისკაცები - გაცვალეს 60 სეპარატისტზე, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს ჰყავდათ შეპყრობილი. ტყვეების გაცვლას ითვალისწინებს უკრაინის მთავრობისა და სეპარატისტების ლიდერების მიერ მინსკში 5 სექტემბერს ხელმოწერილი ზავი.

XS
SM
MD
LG