Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული რუბლის კურსი მორიგ სარეკორდო მაჩვენებელზე დაეცა


რუსული რუბლის კურსი მორიგ სარეკორდო მაჩვენებელზე დაეცა დოლართან მიმართებით. მოსკოვის სავალუტო ბირჟაზე, ადგილობრივი დროით 11:30-ის მონაცემებით, ერთი დოლარი ღირდა 39,50 რუბლი, ხოლო ერთი ევროს ფასი 50 რუბლს გასცდა და 50,13 რუბლი შეადგინა. რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ის ძალიან ახლოსაა პროცესში ჩარევისაგან, რუბლის კურსის გასამყარებლად. იუწყებიან ასევე, რომ 29 სექტემბერს მოსკოვის ბირჟაზე 10%-ით გაიაფდა კომპანია „სისტემის“ აქციები. „სისტემის“ მფლობელია მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკოვი, რომელსაც ახლა შინა პატიმრობა აქვს მისჯილი კორუფციის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG