Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტრახანში დაიწყო კასპიის ზღვის სახელმწიფოების სამიტი


რუსეთის ქალაქ ასტრახანში დაიწყო კასპიის ზღვის მიმდებარე სახელმწიფოების სამიტი აზერბაიჯანის, ირანის, ყაზახეთის, თუქმენეთისა და რუსეთის ლიდრების მონაწილეობით. ისინი მსჯელობენ კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე. ხუთი ქვეყანა წლებია, ცდილობს ერთსულოვნების მიღწევას ამ საკითხში, კასპიის ზღვის მდიდარი ბუნებრივი რესურსების ასათვისებლად. ამჟამად მოქმედი შეთანხმებები 1921 და 1940 წლებით არის დათარიღებული - საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის მოლაპარაკების საფუძველზე. მაგრამ აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი არ მიიჩნევენ თავიანთ ინტერესებს სათანადოდ გათვალისწინებულად. კასპიის სამიტი ბოლო 12 წელიწადში მეოთხედ იმართება.

XS
SM
MD
LG