Accessibility links

აზერბაიჯანელ უფლებადამცველს მიენიჭა ჰაველის სახელობის პრემია


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანელ უფლებადამცველს, ციხეში მყოფ ანარ მამადლის მიანიჭა ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია. მამადლისთან ერთად ნამონირებული იყო ორი ორგანიზაცია: ისრაელში დაფუძნებული „ბეთსელემი“, რომელიც იცავს როგორც ისრაელელების, ისე პალესტინელების უფლებებს და იეზუიტების ლტოლვილთა სამსახურის მალტის განყოფილება, რომელიც იცავს თავშესაფრის მაძიებლების უფლებებს. ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიას უკავშირდება ფულადი ჯილდო 79 000 დოლარის ოდენობით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მას მეორე წელია გასცემს. 2013 წელს ის ერგო ბელორუს უფლებადამცველს ალეს ბელიაცკის.

XS
SM
MD
LG