Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მოკლეს რვა ყირგიზი ჯიჰადისტი


სირიაში მოკლეს ყირგიზეთის რვა მოქალაქე, რომელიც იბრძოდა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. სამხრეთ ყირგიზეთში მდებარე ოშის რეგიონის მთავრობის წარმომადგენლის, ჯენიშ აშირბაევის მონაცემებით, სულ სირიაში ისლამისტების რიგებში ეგულებათ 100-მდე ყირგიზი. შუა აზიის სხვა რესპუბლიკებიც, ისევე როგორც რუსეთი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები აცხადებენ, რომ მათი ასობით მოქალაქე შეუერთდა ჯიჰადისტებს სირიის მთავრობასთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში. გასულ კვირაში აშშ-მა საქართველოს ორი მოქალაქე, თარხან ბათირაშვილი და მურად მარგოშვილი შეიყვანა "ისლამისტური სახელმწიფოს" ექსტრემისტთა სიაში.

XS
SM
MD
LG