Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 სექტემბერს გაფორმდება შეთანხმება ავღანეთში აშშ-ის სამხედროების დარჩენაზე


აშშ-ისა და ავღანეთის წარმომადგენელი ოფიციალური პირების ცნობით, 30 სექტემბერს ქაბული ხელს მოაწერს შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც 10 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება ავღანეთში 2014 წლის შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ პოდესტას განცხადებით, ის ვაშინგტონის სახელით მოაწერს ხელს დოკუმენტს. პოდესტამ ამ საკითხზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც ქაბულში დაესწრო ავღანეთის ახალი პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ინაუგურაციას. ხოლო ღანის მრჩევლის, დაუდ სულთანზოის თქმით, ავღანეთის მხრიდან დოკუმენტს ხელს მოაწერს მინისტრთა კაბინეტის მაღალი რანგის წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG