Accessibility links

logo-print

პუტინის აზრით, მომდევნო სამიტზე შეთანხმდებიან კასპიის ზღვის სტატუსზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ კასპიის ზღვის მიმდებარე ხუთი ქვეყნის მომდევნო სამიტზე მიაღწევენ შეთანხმებას კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე. ამის შესახებ პუტინმა განაცხადა ასტრახანში, სადაც იმართება კასპიის ზღვის რიგით მეოთხე სამიტი თურქმენეთის, აზერაბიჯანის, ირანის, ყაზახეთის და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. შემდეგი სამიტი ყაზახეთში გამართება - ჯერ არ არის ცნობილი, როდის. კასპიის ზღვის მიმდებარე ხუთი ქვეყანა წლებია, ცდილობს კასპიის ზღვის სამართლებრივ სტატუსზე შეთანხმებას მდიდარი ბუნებრივი რესურსების ასათვისებლად. აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი უარყოფენ კასპიის ზღვის ამჟამინდელ სტატუსს, რომელიც განსაზღვრულია 1921 და 1940 წლებში საბჭოთა კავშირისა და ირანის მოლაპარაკებების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG