Accessibility links

სირია მხარს უჭერს „ნებისმიერ საერთაშორისო ძალისხმევას“ ტერორიზმის წინააღმდეგ


სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვალიდ ალ-მუალემის განცხადებით, დამასკი მხარს უჭერს „ ნებისმიერ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ტერორიზმთან ბრძოლისაკენ“. მუალემმა ამის შესახებ განაცხადა ორშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას. მინისტრმა აღნიშნა ასევე, რომ მსოფლიომ პრიორიტეტულ ამოცანად უნდა დაისახოს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან და ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლა. მუალემმა ასევე აღნიშნა, რომ დამასკი მიისწრაფვის სირიაში სამოქალაქო ომის პოლიტიკურად მოგვარებისაკენ, რაც გულისხმობს დიალოგს, სირიელი მინისტრის თქმით, „ნამდვილ ოპოზიციასთან“, რომელიც ეწინააღმდეგება ტერორიზმს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ უხსენებია საჰაერო დარტყმები, რომლებსაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია სირიის ტერიტორიაზე ახორციელებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ .

XS
SM
MD
LG